20:58 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 10:32:23, 653 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ირკუტსკიდან კაზაჩინსკოეს დასახლებაში მიფრინავდა, თუმცა ავარიული დაშვება აეროდრომიდან ოთხ კილომეტრში განახორციელა.

დაღუპულთა შორის ეკიპაჟის ერთი წევრი, სამი კი მგზავრია. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათ მკურნალობისთვის ირკუტსკში გადაიყვანენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრებს გადაეცემათ თითო მილიონი რუბლი, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს - 500 ათასი, საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში - 250 ათასი თითოეული, მსუბუქი - 100 ათასი თითოეული. ფაქტზე აღძრულია საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. უკვე ამოღებულია ე.წ. შავი ყუთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics