|
2021-09-11 13:02:26, 397 ნახვა
საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების კვალიფიციურად და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით აგრძელებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს. სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია სწრაფი ტესტის ჩატარება. აღვნიშნავთ, რომ ეტაპობრივად მიმდინარეობს საარჩევნო კომისიების წევრების ვაქცინაციის პროცესიც. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ტრენინგებზე დასწრების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პერიოდში, დამატებით უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, ტრენინგის ყოველ ეტაპზე დასასწრებად ტრანსპორტის მომსახურების ანაზღაურებას. ცესკო მოუწოდებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, გრაფიკის შესაბამისად მიიღონ მონაწილეობა სწავლების ცენტრის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში, რომლის მიზანიც არის საარჩევნო კომისიის მუშაობის ეფექტიანობის ზრდა და პანდემიის პირობებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სწავლებაში აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს ჩართული მხარეებისა და ამომრჩევლების მაღალ დონეზე მომსახურებას და კენჭისყრის პროცესში გამორიცხავს ყველაზე მცირე ხარვეზსაც კი. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 12 სექტემბრიდან იწყება IV ეტაპი, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სწავლებას. ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით ჩატარდება, მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)