|
2021-09-11 12:09:21, 346 ნახვა
საზოგადოება
თეიმურაზ მღებრიშვილი პარაგვაის რესპუბლიკის ელჩს - სეფერინო ვალდეს პერალტას შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, თურქეთის რესპუბლიკაში პარაგვაის რესპუბლიკის ელჩს - სეფერინო ვალდეს პერალტას შეხვდა. პარაგვაის ელჩი თურქეთიდან ამიერკავკასიის რეგიონს და მათ შორის საქართველოს ფარავს. შეხვედრის მიზანი ორ სახელმწიფოს შორის არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა იყო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, თეიმურაზ მღებრიშვილმა პარაგვაელ დიპლომატს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა სახანძრო უსაფრთხოება და პრევენცია, ასევე, მოხალისეთა სისტემის ფუნქციონირება. თავის მხრივ, ვალდეს პერალტამ ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია პარაგვაის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის შესახებ. პარაგვაიში ხანძრის პრევენციის სისტემა საერთაშორისო NFPA სტანდარტების მიხედვით რეგულირდება. ქვეყნის სახანძრო სამსახური ფუნქციონირებს მუნიციპალურ დონზე და მეტწილად მოხალისეობრივ სისტემას წარმოადგენს. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია მოხალისეთა სისტემის ფუნქციონირების მიმართულებით გამოცდილების მიღება მსგავსი პრაქტიკის მქონე ქვეყნისგან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი, პარაგვაის რესპუბლიკის კონსული ჯენგიზ დევეცი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - ნინო ბარქაია ესწრებოდნენ.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)