19:18 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 20:16:05, 624 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა დუშეთში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქ დუშეთში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.-ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, დუშეთში, მეორე საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობა, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
დუშეთის მეორე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მუნიციპალური ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება  708 885.39 ლარს შეადგენს.
 

"ასევე, პრემიერ-მინისტრმა დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 160 140. 54 ლარს შეადგენს.
დაგეგმილია ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში განთავსდება მისაღები, ადმინისტრაციის ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, სამრეცხაო, ძიუდოს და კალათბურთის დარბაზები, ტრენაჟორების ოთახი და სასტუმროს ოთახები.
დუშეთის სპორტულ კომპლექსში ძიუდოსა და ჭიდაობის სახეობებში საერთაშორისო დონის ტურნირები ჩატარდება.
 

მთავრობის მეთაურთან ერთად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერეს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძემ."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics