|
2021-09-10 17:48:30, 321 ნახვა
საზოგადოება
„თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს, მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი გახსნა. ტრენინგი დისტანციურად გაიმართა. მისი მიზანი სასკოლო სახელმძღვანელოს საპილოტე პროგრამისთვის 17 მასწავლებლის გადამზადებაა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა. „ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მომავალ თაობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რაც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ეროვნული მედეგობის განვითარებას ემსახურება, მოხარული ვარ, რომ აღნიშნული საპილოტე პროექტი არა მხოლოდ წარმატებით ხორციელდება, არამედ თანდათან ფართოვდება და მიმდინარე წლიდან პროექტს დამატებით 11 სკოლა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმიც უერთდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ. ტრენინგის ფარგლებში თანამედროვე სასკოლო სწავლების მეთოდოლოგია და სახელმძღვანელოს ისეთი თემები განიხილეს, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოების სისტემა; საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია, ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციები და მოსახლეობის უსაფრთხოება, სამოქალაქო უსაფრთხოება, სამხედრო სამსახური და სამხედრო განათლება და სხვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების საპილოტე პროექტი ეტაპობრივად ვითარდება. პროექტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მონაწილეობით შემუშავდა სასწავლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“. პროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოებაში, საგანმანათლებლო ინსტიტუტებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)