|
2021-09-09 12:07:09, 542 ნახვა
საზოგადოება
9 სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღეა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით „არმი ჰოლში“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების თანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღე მიულოცა, სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 25 ან მეტი წლის ნამსახურების მქონე თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. დღესვე, ჯუანშერ ბურჭულაძემ 20 დან 25 წლამდე ნამსახურების მქონე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელით დააჯილდოვა. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, 1991 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. დოკუმენტის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)