|
2021-09-08 16:52:23, 717 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა პორტუგალიის ავიახაზების პრეზიდენტთან პირდაპირი რეისების დაწყება განიხილ
პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიის ეროვნული ავიაგადამზიდავის „TAP AIR PORTUGAL" - ის პრეზიდენტს მანუელ ბეჟას შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და პორტუგალიას შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში ურთიერთობის შესახებ. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, გასაკუთრებით, ტურიზმის სფეროში, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება. მარიამ ქვრივიშვილმა გამოთქვა ინიციატივა თბილისსა და ლისაბონს შორის პირდაპირი რეისის დანიშვნის შესახებ, რომელიც პორტუგალიის ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა დიდი ინტერესით მოისმინა. მინისტრის მოადგილემ პორტუგალიის ავიაკომპანიის ხელმძღვანელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებასა და იმ პოზიტიურ ტენდენციებზე, რომლებიც საზეხეა აღნიშნულ დარგებში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შემდეგ. მხარეებმა ისაუბრეს იმ პოზიტიურ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიძლება პირდაპირმა ავიამიმოსვლამ ორივე მხარეს მოუტანოს. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა პორტუგალიაში, რაც პოზიტიურად აისახება ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროებში. შეხვედრის დასასრულს, აღინიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა საქართველოსა და პორტუგალიას შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების საკითხზე. „ეს იყო პირველი მაღალი რანგის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ავიაგადამზიდავის ტოპ-მენეჯმენტთან. შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ ნაყოფიერად. საქართველოს ავიასექტორის აღდგენის დინამიკა მათთვისაც ცნობილია, რაც პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის სამომავლოდ პირდაპირი რეისების დაწყების მხრივ. ჩვენი ქვეყნის სტრატეგია ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში კვლავაც რჩება მეტი პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით, რაც გააძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)