|
2021-09-08 16:48:13, 385 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს ხელმძღვანელობამ NDI-ის ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელობამ NDI-ის საარჩევნო პროგრამის გრძელვადიან ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა. დისტანციურად გამართულ შეხვედრაზე, ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვაზე, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასა და ცესკოს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის - ინფორმაციის დაცულობის ცენტრის შესახებ ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე საარჩევნო საკითხების, კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის და ცესკოში ახლად შექმნილი ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობის შესახებ. NDI-ის საარჩევნო პროგრამის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისიამ მუშაობა სექტემბრიდან დაიწყო. 2021 წელს მისია განსხვავებული ფორმით ტარდება. NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსები სოციალური დისტანციისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით იმუშავებენ და გააანალიზებენ პროცესებს ისეთ საკვანძო საარჩევნო თემებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია და სხვა მიმდინარე საკითხები.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)