|
2021-09-08 12:14:51, 580 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებში
ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა. ამასთან, მინისტრის თქმით, მაღალ რისკჯგუფებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. "ჩვენ გავაკეთეთ არა ერთი ანალიზი იმასთან მიმართებაში, თუ როგორია ავადობა მოსახლეობაში ასაკობრივ ჭრილში და ასევე როგორი ვაქცინაცია ასაკობრივ ჭრილში. აქ ცალსახად გამოიკვეთა საკმაოდ ცუდი მაჩვენებლები და ეს გახლავთ შემდეგი, რომ ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წელს ზევით მოქალაქეებში. ასევე, ავადობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს 60 წელს ზევით მოქალაქეებში და როდესაც ეს მონაცემები შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციას და ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობის მაჩვენებელს და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა რომ ძალიან დაბალია ჩვენი მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზევით და მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან აქტივობაზე და იმ მნიშვნელოვან წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც გაააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, სადაც გვაქვს ყველაზე მაღალი რისკები," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)