|
2021-09-06 18:02:50, 354 ნახვა
საზოგადოება
მედეა ჯანიაშვილი- ჩვენი ამოცანა და მიზანია რაც შეიძლება სწრაფად და მდგრადად მოვახდინოთ ტურიზმის სექტორის აღდგენა
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის 8 თვის განმავლობაში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 50 პროცენტზე მეტი შეადგინა და 500 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ამ მაჩვენებელმა, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 26 პროცენტი და 96 პროცენტი შეადგინა. -ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ჩვენი ამოცანა და მიზანია რაც შეიძლება სწრაფად და მდგრადად მოვახდინოთ ტურიზმის სექტორის აღდგენა, რაც ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული. ერთის მხრივ ეს არის აქტიური მარკეტინგული კამპანია საერთაშორისო მიზნობრივ ბაზრებზე კონკრეტული ტურისტული პროდუქტის შეთავაზებით, მეორეს მხრივ ეს არის ტურიზმის კუთხით უსაფრთხო გარემოს შექმნა ქვეყანაში, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორც ვაქცინაციაზე, ასევე რეგულაციების დაცვაზე. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ავიაციის ტემპი ძალიან მაღალია 2019 წელთან შედარებით და ასევე აღსანიშნავია, რომ შეინიშნება ვიზიტორთა მატება.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა. „საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის დინამიკის ტენდენციები ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დღეს გააცნო. 2021 წლის 8 თვის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს უმასპინძლა.“-ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)