|
2021-09-01 13:58:31, 2244 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ახლადგარემონტებული სპორტული კომპლექსი გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვილი განახლებული სპორტული კომპლექსი მოემსახურება. თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ახლადგარემონტებული სპორტული დარბაზი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნეს. სპორტული კომპლექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და მაღალი ხარისხის თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სპორტული სატრენაჟორო დარბაზი გაიხსნება. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში არსებული სპორტული კომპლექსები უახლესი სავარჯიშო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)