06:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 16:48:18, 1173 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის მაისში დასრულების პირობა მიიღო

ოლიმპიური სოფელი, „ახალი თბილისი“, ახალი სპორტის სასახლე - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, „თბილისი 2015“-ისთვის განკუთვნილი ეს მშენებარე ობიექტები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ობიექტების დასრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო. პრემიერმა  პირობა მიიღო, რომ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა მაისში დასრულდება.
„ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და მთელი მთავრობა მობილიზებულია იმისთვის, რომ ის ღირსეულად ჩავატაროთ. შენდება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელსაც შემდეგ ჩვენი ახალგაზრდები გამოიყენებენ. დიღომში იქმნება პრაქტიკულად ახალი უბანი, რომელსაც პირობითად დავარქვით „ახალი თბილისი“. სამუშაოები მარტიდან საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება, იმისთვის, რომ მაისის ბოლოს ყველა ობიექტი იყოს დასრულებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 26 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე უმასპინძლებს. საქართველოს 4000-მდე სპორტსმენი და 7000-ზე მეტი ოფიციალური სტუმარი ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics