|
2021-08-27 14:16:01, 617 ნახვა
საზოგადოება
ნინო ნიჟარაძემ აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ ანგარიში წარადგინა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა დ სოცილურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ ანგარიში წარადგინა. მინისტრის განმარტებით, ბოლო დღეებში მკვეთრად გამოხატულია სტაბილიზაცია, დღეს Covid-19-ით ინფიცირების 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით 200-ით ნაკლებია. დღევნდელი მონაცემებით ასევე ინფიცირებულთა მაჩვენებელს აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და შეადგენს 563-ს. მისივე თქმით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა და საჭიროა მოქალაეების მიერ ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა. პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართულია 13 სამედიცინო დაწესებულება. კლინიკებში კოვიდპაციენტებისათვის გამოყოფილია 1070 საწოლი. "საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, ცვალებადია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებში კარგი ტენდენცია გამოჩნდა, უკვე ყოველდღიურად გვაქვს თავისუფალი თერაპიული საწოლები, რაც კავშირშია ინფიცირების ახალი შემთხვევების შემცირებასთან, თუმცა თითქმის დაკავებულია ინტენსიური თერაპიის საწოლები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არ დავტოვოთ არცერთი პაციენტი სტაციონარული სერვისის გარეშე თუ ის ამას საჭიროებს", - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. კოვიდპაციენტებისათვის არის საკმარისი ადგილები, თუმცა მოქალაქეთა 68% მკურნალობას ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ამჯობინებს. აჭარაში ონლაინ კონსულტაციის პროცესში ჩართულია პირველადი ჯანდაცვის ხუთი ცენტრი. "აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისათვის ჩატარებულია 132 241 ვაქცინა, ორი დოზით აცრილია 39 601 მოქალაქე. პროცენტული მაჩვემებელი ასე ნაწილდება - აჭარაში ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 26,3%, ორი დოზით აცრილია 11,3%. გუშინ ვაქცინაციის პროცესი დავიწყეთ სოფლებში", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. აჭარაში ვაქცინაცია ტარდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, ორ სავაჭრო ცენტრში და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღეს სოფლებში ვქცინაცია ტარდება, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში. ხოლო ხვალ ვაქცინაცია ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის თემში და შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფურტიოში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია ბინაზე მწოლიარე პაციენეტებისათვის. ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა სახლში მყოფ 52 მოქალაქეს, პროცესი გრძელდება.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)