|
2021-08-26 13:02:48, 472 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძალიან განვითარებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ბევრი წარმატების მიღწევა
გამოწვევები ძალიან ბევრია ქვეყანაში, ოკუპაცია ჩვენი მთავარი ტკივილია. სამეგრელოში ეს ყველაზე მეტად და ყველაზე კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს დროებითი ოკუპაცია, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების, ჩვენი ტკივილის - აფხაზეთის და ოსეთის - ცხინვალის რეგიონის, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების მაგალითები, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძალიან განვითარებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული ქვეყანა, სახელმწიფო, ერი, გაერთიანებული ხალხი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი წარმატების მიღწევა და რომ თავი დავიმკვიდროთ, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სახელმწიფომ რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამისთვის ქვეყანას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს. „ბოლო წლებში ვაჩვენეთ, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი შეუძლია. გავხდით წარმატებულად ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ხელი მოვაწერეთ თავისუფალ ვაჭრობას, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით, რაც მანამდე ალბათ იყო ოცნების ნაწილიც და უამრავი სხვა წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას წინ ელოდება. კეთილდღეობა, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, სიღარიბის დაძლევა, უმუშევრობის აღმოფხვრა - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა უსაგნო, გაუთავებელი, გაუაზრებელი, უაზრო პოლიტიკური დებატები და ბატალიები, რომლითაც მართლაც ყველანი დავიღალეთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ძალიან ღირსეულად, ძლიერად უნდა გავიმარჯვოთ მერვე არჩევნებში, ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა და განვითარება", - აღნიშნა პრემიერმა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)