07:13 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-25 20:19:31, 498 ნახვა

საზოგადოება
საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგები და პირველი სხდომები კოვიდ უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 3 664 საუბნო საარჩევნო კომისიის 63 000-მდე წევრს სასწავლო ტრენინგები უტარდებათ. ტრენინგის პირველი ეტაპი 25 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.-ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისის პრესსამსახური ავრცელებს 

მათი ცნობით, გადამზადების პროცესი ექვს ეტაპად განხორციელდება და მის ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 202 ტრენერი და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები უზრუნველყოფენ.

"ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნითა და  მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ტრენინგის ყველა მონაწილე ანტიგენზე დამყარებული Covid-19-ის სადიაგნოსტიკო სწრაფი  ტესტით მოწმდება.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელ საქმიანობებზე.

ტრენინგების პირველი ეტაპის პარალელურად, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება, რომელზეც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს ირჩევენ. საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომები ღიაა ყველა უფლებამოსილი პირისთვის, შესაბამისად, ცესკო  არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიმართავს, რომ აქტიურად დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს, რაც პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას  კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს."-ნათქვამია განცხადებაში

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics