10:07 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-21 12:33:00, 513 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის გამგეობამ 32 კორპუსის დაზიანებული სახურავი აღადგინა

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყებიც ცნობით, გამგეობის თანადაფინანსებით, დიდუბესა და დიღმის მასივში სახურავების რეაბილიტაციის 32 პროექტი განხორციელდა. ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაციისთვის ჯამში, 370 000 ლარი გამოიყო.

„სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ არსებული დაზიანებული თუნუქის სახურავის დემონტაჟი განახორციელა და ახლით ჩაანაცვლა. ასევე, შეიცვალა  დაზიანებული წყალსაწრეტი მილები.

ამასთან, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებს, როგორიცაა: წყლისა და წყალარინების ქსელის შეცვლა, კორპუსის გამაგრება, სადარბაზოების შიდა რემონტი, ლიფტების, კიბეებისა და ჭიშკრების შეკეთება და სხვა“. - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics