23:29 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-21 10:52:00, 897 ნახვა

მსოფლიო
„თალიბანი“ ავღანეთის მთავრობის ახალ სტრუქტურას რამდენიმე კვირაში წარადგენს

„თალიბანი“ ავღანეთის მთავრობის ახალ სტრუქტურას რამდენიმე კვირის განმავლობაში წარადგენს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისლამური მოძრაობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თალიბანის იურიდიული, რელიგიური და საგარეო პოლიტიკის ექსპერტები მიზნად ისახავენ მომდევნო რამდენიმე კვირაში ახალი მმართველობის ჩარჩო წარადგინონ, რომელიც ქვეყნისთვის შესაბამისი იქნება.

მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთს 1996-2001 წლებშიც ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ პერიოდში მათი მმართველობა ისლამის მკაცრ წესებზე იყო დაფუძნებული. ავღანეთიდან მოძრაობა „თალიბანის“ განდევნა 2001 წელს მოხდა, როდესაც 11 სექტემბრის ტერაქტის უკან მდგომი „ალ-ქაიდას“ წევრებისთვის თავშესაფრის მიცემის მოტივით, ქვეყანაში სამოკავშირეო ძალები შევიდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics