10:07 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-21 10:34:04, 394 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შესახებ და ყურადღება ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდის, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლებებზე გაამახვილა. 

„საქართველოს აქვს კეთილსაიმედო მდგომარეობა ცხოველთა ჯანდაცვის კუთხით. შესაბამისად, ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტებისა და ცოცხალი ცხოველის ექსპორტის მიმართულებით ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკასთან ჩვენი თანამშრომლობა, ვფიქრობ, ორმხრივად სასარგებლო იქნება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.   

„ჩვენ მზად ვართ ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული საქმიანი ურთიერთობებისთვის. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის, მათ შორის, მეცხოველეობის მიმართულებით ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“,- განაცხადა ფრანსისკო ბუსტილიო ბონასომ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics