12:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-20 17:43:40, 1090 ნახვა

რეგიონი
სოფელ საქადაგიანოში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის"- მიერ  კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში, გამარჯვებულმა შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფმა“ სოფელ საქადაგიანოში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს რკინაბეტონის რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, სანიტარული ზონის,  სადარაჯო ჯიხურის მოწყობას. ორივე სოფელში მოეწყობა წყალსადენის ქსელი ჰიდრავლიკური გამოცდით და გარეცხვა/დეზინფექციით.

შესრულებული სამუშაოს გარანტია 1 წელია.

საგარანტიო პერიოდში მომწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების/დაზიანებების აღმოფხვრა.

პროექტის დასრულების შემდეგ ორივე სოფელის მოსახლეობას - სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ.

მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აფინანსებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics