|
2021-08-17 20:57:48, 696 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიას დავასრულებთ, თუ მაქსიმალურად გავაფართოებთ ვაქცინაციას და ყველა მოქალაქე იქნება აცრილი, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით
პანდემიას დავასრულებთ, თუ მაქსიმალურად გავაფართოებთ ვაქცინაციას და ყველა მოქალაქე იქნება აცრილი, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინა, რომელიც არის საუკეთესოდ მიჩნეული მთელს მსოფლიოში. „მე ვიცი, რომ გასული წელი საკმაოდ რთული იყო ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის, ვინაიდან, ვიცით რა, რომ ეს ქალაქი არის, არა მხოლოდ კულტურული, ეკონომიკური, ტურისტული ცენტრი, ბუნებრივია, ამ ქალაქსაც გაუჭირდა გასულ წელს, ვინაიდან, პანდემია იყო. მინდა რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენ მოსახლეობას ბათუმში. ჩვენ წელს პრაქტიკულად შევძელით გარდატეხა, ერთის მხრივ, ვახერხებთ ყველა მოქალაქეზე ზრუნვას და სიტუაციის მართვას, მეორეს მხრივ, რაც არის ერთადერთი გამოსავალი, სწორედ ვაქცინაციაა. ამ მიმართულებით გვაქვს აბსოლუტურად უზრუნველყოფილი სიტუაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინა, რომელიც არის საუკეთესოდ მიჩნეული მთელს მსოფლიოში. ამიტომ, მეგობრებო, ჩვენ გვინდა, ერთის მხრივ, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების, მეორეს მხრივ - პანდემიის დასრულება. პანდემიას დავასრულებთ, თუ მაქსიმალურად გავაფართოებთ ვაქცინაციას და ყველა მოქალაქე იქნება აცრილი, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით. ამიტომ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავითვალისწინოთ. მომდევნო წლების განმავლობაში, აჭარის მთავრობის მეთაურს, ბატონ თორნიკეს, ჩვენი მერობის კანდიდატს, რომელიც მანამდე იყო მერის მოადგილე და შემდგომ უკვე მერის მოვალეობის შემსრულებელი, აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განავითარონ, კიდევ უფრო როგორ გააძლიერონ და გაალამაზონ ჩვენი ულამაზესი კუთხე და ულამაზესი ქალაქი ბათუმი. დღეს, ხელვაჩაურში გამოსვლისას ვთქვი, რომ ერთ-ერთი მთავარი დიდი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, იქნება სწორედ ახალი ქალაქის მშენებლობა გონიოში. გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო. ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ყველასთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ინვესტორებისთვის, ტურისტებისთვის და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის. ამიტომ, გეგმები გვაქვს საკმაოდ ამბიციური, ამას სჭირდება 24 საათიანი მუშაობა, გვჭირდება მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა და მხოლოდ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა მუხლჩაუხრელი. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)