|
2021-08-16 12:03:42, 640 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების ჩამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის
საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების ჩამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. „ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის ასევე დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან, რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში მოსვლა იმის გამო, რომ ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული, ამიტომ არჩიეს, რომ დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, შესაბამისად ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)