|
2021-08-15 11:20:49, 786 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 519 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 35 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 813, „პისიარ“ ტესტით – 14 261. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,66%, ბოლო 14 დღის – 10,38%, ბოლო 7 დღის – 11,03%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 481 578 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 421 532 გამოჯანმრთელდა, 6 371 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია – 791 863 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 010. კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 841 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 459 პირი. ამასთან, 14 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 867 პაციენტი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)