|
2021-08-13 10:33:43, 504 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პირველი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს
აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პირველი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა/რ მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაბა ქედასა და ქედის 7 სოფელში - ტიბეთა, ვაიო, აქუცა, მილისი, უჩხითი, ქოსოფელი, არსენაული, პირველად, უწყვეტი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურა შეიქმნება. მათივე ინფორმაციით, დაბა ქედის წყლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, სათავე ნაგებობები ღარათის ტერიტორიაზე მოეწყობა. ასევე, აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, 690მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურით ქედაში 852 ოჯახი ისარგებლებს. აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი KfW ბანკისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა. პროექტი ხელს შეუწყობს სოფლებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას და ტურიზმის სტიმულირებას.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)