14:00 - 04 Aug, 2026
|
2021-08-12 18:17:08, 390 ნახვა
საზოგადოება
ავჭალაში სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემა ეწყობა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანის რაიონში, ავჭალის დასახლებაში სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, წერეთლისა და ტაძრის ქუჩების მიმდებარედ, 400 მმ დიამეტრის მილები, ჯამში, 320 მეტრის სიგრძეზე მოეწყობა. აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, მიწისქვეშა წყლების დაგუბება ხდებოდა, რაც უხვი ნალექის დროს, დასახლებული ტერიტორიის დატბორვას იწვევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. პროექტის საერთო ღირებულება 130 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)