|
2021-08-09 14:13:50, 693 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი საჯარო მოხელეების ხელფასზე - ვსაუბრობთ გრძელვადიან პერსპექტივაზე, თუ როგორი უნდა იყოს საჯარო სამსახური
„ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ თვეში ან ერთ კონკრეტულ პერიოდში მისაღებ ერთჯერად გადაწყვეტილებაზე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაზე, თუ როგორი უნდა იყოს საჯარო სამსახური, როგორი ანაზღაურება და მოტივაცია უნდა ჰქონდეს საჯარო მოხელეს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, საჯარო მოხელეების ხელფასები არ უნდა იყოს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და მისი ზრდა დაფუძნებული უნდა იყოს კონკრეტულ ფორმულაზე ან ინდექსაციაზე. „ფინანსთა სამინისტროს პრეზენტაციაში, რომელიც მოიცავდა 10-წლიან გეგმას, ერთ-ერთი მიმართულებაა ძლიერი საჯარო სექტორი, რომლის გარეშეც ვერ მიიღწევა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიზანი და რეფორმა, რომელიც ქვეყანაში უნდა გატარდეს. თუ შევხედავთ ბოლო 5-7 წელიწადს, პრაქტიკულად, ერთეული გამონაკლისების გარდა, საჯარო სექტორში ხელფასები იყო გაყინული, ხელფასების ზრდა არ განხორციელებულა. რაც საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს იქამდე, რომ დაეცემა საჯარო სექტორის კონკურენტუნარიანობა და მნიშვნელოვნად შეფერხდება ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ მიერ დისკუსიისთვის გამოტანილი იყო საკითხი, რომ საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხი არ უნდა იყოს გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ეს დაფუძნებული უნდა იყოს გარკვეულ ფორმულაზე, ინდექსაციაზე ან წესებზე. ჩვენ ანალოგიური სურათი გვქონდა პენსიებთან დაკავშირებით და ეს პრობლემა მოხსნა პენსიების ინდექსაციის საკითხმა, ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ ვხსნით დიალოგს და ვიწყებთ მუშაობას, რომ აღნიშნული საკითხი შეიძლება მოგვარდეს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან განმარტა, იწყება მუშაობა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე და ყველა ის საკითხი, რომელზეც მოხდება შეთანხმება, გამყარებული უნდა იყოს საბიუჯეტო დაფინანსებით. „ეს ახლა იმიტომ ხდება, რომ სწორედ ახლა ვიწყებთ ახალი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას. შესაბამისად, ზუსტად ახლა არის პერიოდი, როცა ამ საკითხზე უნდა გაიმართოს მსჯელობა და დისკუსია. საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა იყოს მიღებული, რომელიც აისახება ბიუჯეტში. ეს პრობლემა შარშანაც აქტუალური იყო, მაგრამ შარშან აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვიყავით, როცა ქვეყანას საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება ჰქონდა, მეორე მხრივ, საჯარო სექტორის დიდი ნაწილი ე.წ. დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა. შესაბამისად, საკითხი ასე მკვეთრად არ იდგა, როგორც ეს იქნება მომავალ წლებში. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ერთჯერად, არამედ, გრძელვადიან გადაწყვეტილებაზე, რომელიც იქნება განმსაზღვრელი არა 1 ან 2 წლის მომავლის, არამედ გრძელვადიანი პერიოდისთვის. ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ინიციატივა, რომლის განხორციელებაც მოუწევს საჯარო სამსახურებს და საჯარო მოხელეებს, მნიშვნელოვანია, გამყარებული იყოს შესაბამისი ანაზღაურებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)