19:59 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-09 11:21:42, 508 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა დაიწყება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს ხელფასები გაეზრდებათ. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა ეტაპობრივად დაიწყება და მერების ხელფასები, პრაქტიკულად, გაორმაგდება.

„ერთ-ერთი პრობლემაა ჩვენს რეალობაში, რომ ვუახლოვდებით არჩევნებს, მერების ხელფასები კი მაგალითისთვის, შეადგენს დაახლოებით 1 800 – 2 000 ლარს, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილი და შეუსაბამოა დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში, საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა. ფინანსთა მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, 2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics