|
2021-07-28 18:16:40, 1274 ნახვა
რეგიონი
ქ. ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მიღება მიულოცეს. - ამის შესახებ განცხადებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს. მათი თქმით, მერმა და დეპუტატმა მზია დანელიას სიგელი და სამკერდე ნიშანი, წარწერით „დამსახურებული მასწავლებელი“ გადასცეს. შეხვედრას ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძეც ესწრებოდა. მზია დანელიას დამსახურებული მასწავლებლის წოდება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით“ მიენიჭა. „ჩვენი მუნიციპალიტეტის გამორჩეულ პედაგოგს, N3 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. 42-წლიანი პედაგოგიური სტაჟის განმავლობაში, მან არაერთი თაობა აღზარდა, მე-3 სკოლის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და ახალი თაობის მასწავლებლებისთვის მისაბაძ პედაგოგად იქცა. ვულოცავ მზია მასწავლებელს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მიღებას და მას პროფესიულ საქმიანობაში კვლავ არაერთ წარმატებას ვუსურვებ. თითოეული ბოლნისელი ამაყობს მზია მასწავლებლითა და ყველა იმ პედაგოგით, რომლებიც მომავალი თაობის აღზრდაში ძალისხმევას არ იშურებენ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)