|
2021-07-27 10:09:12, 918 ნახვა
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის ძებნილი 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 ივლისიდან ძებნილი ორი პირი – 1987 წელს დაბადებული ი.გ. და 1992 წელს დაბადებული თ.ჭ. თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს ინფორმაციით, ი.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ხოლო თ.ჭ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით იძებნებოდნენ. „დანაშაულები შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე ბრალდებული აღიარებდა „ქურდულ სამყაროს“ და აქტიური კავშირი ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ასევე დადგენილია, რომ თ.ჭ. და ი.გ. აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში იმ პირებთან ერთად, რომლებიც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 8 ივლისს იქნენ დაკავებული. თ.ჭ., „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, აგრეთვე მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“. ი.გ. სამართალდამცველების მიერ საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს, ხოლო თ.ჭ. სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 223-ე პრიმა-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იყო ძებნილი, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობას გულისხმობს. ორივე მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულები ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში არიან მოთავსებული. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პასუხისგებაში მიეცა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 31 პირი – მათ შორის 25 სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 8 ივლისს დააკავეს, 4 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წარედგინა ბრალი, ხოლო ორი პირი – ი.გ. და თ.ჭ. ამავე საქმეზე, სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იძებნებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)