|
2021-07-22 16:02:29, 1073 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სარესტორნო თემატიკაზე ვიდეოგაკვეთილები მზადდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით მუშაობას აგრძელებს. ამჯერად, კვებისა და ტურისტული ობიექტებში მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად სასწავლო ვიდეოგაკვეთილების შექმნა იგეგმება. სარესტორნო თემატიკაზე მომზადებულ ვიდეოგაკვეთილებში აქცენტი სერვირებასა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებზე გაკეთდება. სტუმრის მიღება, გარდერობის მომსახურება, მაგიდასთან განთავსება, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, მაგიდის ეტიკეტი და მომსახურების ენა, ასევე სუფრის სწორი გაშლა (Set-up), სტანდარტები და მათი თავისებურებები (საუზმის, სადილის და ვახშმის სერვირება), ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სერვირება, კერძის შეხამება ღვინოსთან, წარდგენა და სერვირება - ის ძირითადი თემებია, რომელზეც ჯამში 10 ვიდეო მომზადდება. სასწავლო ვიდეოგაკვეთილები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების ონლაინ ვებ-პორტალზე visitajara.com აიტვირთება, სადაც უწყების მიერ ჩატარებული ტრენინგები, მასტერკლასები, ვიდეოგაკვეთილები, სასწავლო მასალები და დაგეგმილი ტრენინგების განრიგია განთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)