|
2021-07-17 12:16:40, 546 ნახვა
საზოგადოება
ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობიდან 800 ტონა მოსავლის რეალიზაცია უკვე განხორციელდა
სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, ლევან კაციაშვილმა ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოაწყო; ჯამურმა ინვესტიციამ 800,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, 550,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. სამაცივრე მეურნეობაში 300 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად 10, სეზონურად 100 ადამიანია დასაქმებული. ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღების სეზონის დაწყებიდან დღემდე, ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობიდან 800 ტონა მოსავლის რეალიზაცია უკვე განხორციელდა. სამაცივრე მეურნეობაში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. „სახელმწიფოს მხარდაჭერით უკვე ასზე მეტი შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოა შექმნილი; ამ მიმართულებით წელს თანადაფინანსების 51 ხელშეკრულება გაფორმდა. სოფლის განვითარების გრძელვადიანი გეგმით, პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება გადამმუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა. უახლოესი 10 წლის განმავლობაში, დარგის განვითარებისათვის, სახელმწიფო 700 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს”, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. კახეთის რეგიონში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჯამში, გაცემულია 84 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 800-ზე მეტი სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 10 მლნ ლარზე მეტია.
ივანიშვილის მტავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)