|
2021-07-16 17:23:50, 649 ნახვა
საზოგადოება
გენადი არველაძე უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინიტრის მოადგილეს ლარისა პეტასიუკსა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს მარიანა ოლესკივს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მ.შ. თამარ ყორიაული. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სექტორში ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ უკრაინა ტრადიციულად წამყვან პოზიციაზეა საქართველოს ტოპ 10 სტრატეგიულ მიმართულებას შორის - 2019 წელს ის მეექვსე იყო იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. ასევე ითქვა, რომ 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში - 37,763 ვიზიტორი ესტუმრა. ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის ტურიზმის სამუშაო ქვეჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც სამთავრობო დონეზე ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროში მხარეთა დაახლოებას და განსაზღვრავს მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)