00:14 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-15 23:50:28, 568 ნახვა

საზოგადოება
ლაითურში ციხის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 

700 -მდე მსჯავრდებულზე გათვლილი  ციხე ფუნქციონირებას სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყებს.  საპატიმრო დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ  შესაბამისობაშია და ის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს არის მორგებული.

ახალი ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას ადგილზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გაეცნო.

ლაითურის ციხის მშენებლობა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ნაწილია. დოკუმენტი ევროკავშირთან   თანამშრომლობით შემუშავდა და 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.

იუსტიციის სამინისტროს  ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა დიდი ზომის ნახევრად ღია დაწესებულებების  მცირე ზომის ციხეებით  ჩანაცვლებაა.

ლაითურის სასჯელაღსრულების დაწესებულება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ახალი პენიტენციური დაწესებულება სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს ისე  „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის" (CPT) რეკომენდაციებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics