14:31 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-15 19:43:24, 1052 ნახვა

რეგიონი
„მობილური კლინიკა სახლთან ახლოს“ ერთდროულად 6 დაავადების სკრინინგს განახორციელებს

ტუბერკულოზის, COVID-19-ის, C ჰეპატიტის, აივ/შიდსის, დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის ერთდროულ სკრინინგს, მალე ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობა,  მობილურ კლინიკაში, სახლთან ახლოს შეძლებს.

წინასწარ შერჩეულ ,,ცხელ წერტილებში“ ადგილობრივები, სერვისით უფასოდ ისარგებლებენ და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ კვლევებს უახლესი მეთოდებით ჩაიტარებენ. 

აქტიურ სკრინინგს განახორციელებს:

- ექიმი ფთიზიატრი-პულმონოლოგი;

- რადიოლოგი;

- ლაბორანტი;

- ეპიდემიოლოგი/შემთხვევის მენეჯერი;

- ოჯახის ექიმი/სოფლის ექიმი.

სკრინინგი პროექტის -  „აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ხელშეწყობა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენა ტუბერკულოზის, COVID-19-ის, აივ/შიდსის, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და კონტაქტების კვლევის პილოტირების გზით“ ფარგლებში, აჭარაში   19 ივლისიდან - 15 სექტემბრამდე განხორციელდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, დღეს პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრი, ნინო ნიჟარაძე,  აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის, პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები და პროექტის უშუალო განმახორციელებლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დაგეგმილი აქტივობები და ისაუბრეს სერვისის მიწოდების მნიშვნელობაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics