|
2021-07-07 15:43:50, 571 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ეროსი მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები, დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, გზის რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და მანჯგალაძის ქუჩაზე გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებს. „ეს ქუჩა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მიწისქვეშა კომუნიკაციები, ფაქტობრივად, განადგურებული იყო. შესაბამისად, სამუშაოების ფარგლებში მთლიანად ხდება ყველაფრის მოწესრიგება, რეაბილიტაცია, მთლიანად იცვლება წყალარინების ქსელი, წყლის მილები. ასევე, შემოსულია გაზის კომპანია. ეწყობა სანიაღვრე სისტემები. გარდა ამისა, მიწის ქვეშ ჩავა ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც ჰაერშია გამოკიდებული. ახალი განათების ბოძები დამონტაჟდება და ეს ქუჩა ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება. აქ უამრავი ადამიანი ცხოვრობს და მათი თხოვნა იყო ამ ქუჩის მოწესრიგება. დაახლოებით, ოქტომბერ-ნოემბერში, სამუშაოები მთლიანად უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, მანჯგალაძის ქუჩაზე მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელები. აღნიშნული სამუშაოები კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ქუჩის ნაწილში, 600-მეტრიან მონაკვეთში, უკვე დაასრულა. ამ ეტაპზე, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს, ხოლო „თბილისი ენერჯის“ მიერ იცვლება გაზგაყვანილობის სისტემა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1.2-კილომეტრიან საავტომობილო გზაზე დაიგება ახალი ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე არსებული ელ. ენერგიის გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე LED სანათები. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქოს სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, საქართველოს პარლამენტის და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)