04:15 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 17:11:31, 916 ნახვა

საზოგადოება
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ქ.თბილისის საკრებულოსა და გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ქ.თბილისის საკრებულოსა და გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 8 ივლისს, თბილისში, გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია გახსნის. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მიმართავენ.

ფორუმი სამ საათს გაგრძელდება და გლდანის პროფესიულ კოლეჯში, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაიმართება. ადგილზე 25 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს კომპანია შრომის ბაზარზე აქტიურ 500-მდე ვაკანსიას წარმოადგენს.  სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იქნება. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. დასაქმების მსურველებს მათთვის სასურველი სამსახურის მოძიების საშუალება ექნებათ, კომპანიები კი სასურველი ადამიანური რესურსის შერჩევას შეძლებენ. დასაქმების ფორუმი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

ფორუმი გლდანის რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მის: ქ.თბილისი; გლდანის მე-5 მკრ. რ-ნი; ი. ვეკუას ქუჩა N44 (გლდანის პროფესიული კოლეჯი)

საკონტაქტო პირი: ლალი გალუმაშვილი - (+995) 595 055 750





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics