|
2021-07-05 14:30:17, 590 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ „აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო
„აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი“ შემუშავებულია „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აკვაკულტურის განხორციელების პროცესში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ხელშეწყობას და ასევე, იმ პირების დაცვას რომელიც, ამ ტექნიკური რეგლამენტის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ეწევიან აკვაკულტურის საქმიანობას. ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს აკვაკულტურის ტიპებს და აკვაკულტურის სუბიექტის ვალდებულებებს. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში როგორც ბიზნესოპერატორი. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებელია მდგრადი აკვაკულტურის საქმიანობისათვის. გარდა ამისა, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ეკოლოგიური მონიტორინგის განხორციელების წესს, რომლის მიზანია: აკვაკულტურის სუბიექტის საქმიანობის გარემოზე ზეგავლენის შეფასება, რისკების შეფასება და შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების შემუშავება; და წყლის ეკოსისტემების დაცვა. ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ არის მომზადებული.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)