05:11 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 11:27:52, 550 ნახვა

საზოგადოება
საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ 5 000 დოზა ვაქცინა მიიღო

ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 5 000 დოზა თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.

„ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომლითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა ჩავიდა!

დიდი მადლობა ავსტრიელ პარტნიორებსა და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისთვის!

ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ!“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics