|
2021-07-04 11:23:04, 799 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. „უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი შეხვედრები GIPA-ს სტუდენტებთან. გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანაში გამოცდილი კადრები გვყავდეს გარემოსდაცვითი გამოწვევების გასამკლავებლად. მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორებს; ბევრი კურსდამთავრებული არის ჩვენი თანამშრომელი, ბევრი სტუდენტი კი, ჩვენი სტაჟიორი. ქვეყნის გარემოსდაცვითი პრიორიტეტი განისაზღვრა ასოცირების ხელშეკრულებით; ჩვენ ვაუმჯობესებთ გარემოსდაცვით პოლიტიკას, რაც გულისხმობს ახალ რეგულაციებს, ახალ გამოწვევებს; ეს კი ნიშნავს, რომ სამინისტროს სისტემაში, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით, გვჭირდება ახალი კომპეტენტური კადრები. მოთხოვნა ამ პროფესიაზე არის კერძო სექტორშიც; კერძო კომპანიები მნიშვნელოვანი დამსაქმებლები იქნებიან, რაც საკმაოდ დიდ პერსპექტივებს გააჩენს GIPA-ს სტუდენტების კარიერულ წინსვლაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეტალებითა და სამომავლოდ არსებული პრიორიტეტებით დაინტერესდნენ. კლიმატის ცვლილებების, წყლის რესურსების, ბიომრავალფეროვნებისა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს. გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა სამინისტროს ინიციატივით, 2016 წელს შეიქმნა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაინერგა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)