|
2021-07-01 15:14:18, 419 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით
„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა მექანიზაციის განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა. „კონკრეტული ფართობების და სიმძლავრეების მიხედვით, გაანალიზებული გვქვს, თუ რა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია და დამხმარე იმპლემენტები არის საჭირო. რეგიონებში შეხვედრის დროს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით მხარდაჭერის საკითხი აქტიურად ისმის. შესაბამისად, 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფო მოახდენს თანადაფინანსებას და განახორციელებს ინვესტიციას სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაში, რაც გულისხმობს, რომ საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება და შემუშავდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მიზნობრივი პროგრამები, რაც გულისხმობს ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას; 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება, საიდანაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა 700 მლნ ლარია. დღეის მდგომარეობით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, 900 ბენეფიციარმა შეიძინა ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები, თანადაფინანსების თანხამ 28 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და იმპლემენტების შესაძენად ჯამში, გაცემულია 124 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ორი ათასზე მეტი სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 12 მლნ ლარს აღემატება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)