07:23 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 16:58:00, 751 ნახვა

საზოგადოება
პირველ ივლისს საქართველოს უნივერსიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება

საქართველოს საუნივერსიტეტო  სპორტის  ფედერაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიადა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წევრმა 34-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო.

უნივერსიადის ფარგლებში, შეჯიბრები სპორტის 14 სახეობაში გაიმართა:

  • კალათბურთი
  • კალათბურთი 3X3 -ზე
  • ფრენბურთი
  • შვიდკაცა რაგბი
  • ქვიშის ფრენბურთი
  • ფუტზალი
  • მინიფეხბურთი
  • ძიუდო
  • სამბო
  • ჭადრაკი
  • ბადმინტონი
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • ქართული ჭიდაობა
  • ჯომარდობა

საუნივერსიტეტო სპორტის სახეობებში 7 000–ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო. დასკვნით ღონისძიებას გამარჯვებული გუნდები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.  

პროექტის მიზანია, საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა, სპორტული ცხოვრების გააქტიურება, საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

თარიღი და დრო: პირველი ივლისი, 20:00 საათი

მისამართი:  სააკაძის მოედანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზო





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics