|
2021-06-30 12:33:27, 572 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული სკვერი ყველა ასაკის ადამიანზე იქნება გათვლილი. „გლდანში ვიწყებთ კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაციას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპარკე არეალების შექმნა და მწვანე სივრცეების მოწესრიგება. შესაბამისად, გლდანში განხორციელდება ე.წ. ბროწეულას კვერის სრული განახლება და რეაბილიტაცია. ეკოლოგიური მიმართულებით განხორციელებული პროექტებიდან უნდა გამოვყო 1 000 მწვანე სივრცე, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 2018 წლიდან დღემდე, 1 000 მსგავსი სივრცის განახლება მოხდა. ეს არის პარკები, სკვერები, გზაგამყოფები, რომელიც ბეტონის იყო. ყველგან მაქსიმალურად შევეცადეთ, შეგვექმნა მწვანე სივრცეები. ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. რაც შეეხება ე.წ. ბროწეულის სკვერს, დაახლოებით, 10 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. აქ არსებული სივრცე დღესაც გამოიყენება, მაგრამ არსებული მდგომარეობა იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს არ შეესაბამება, რომელიც დედაქალაქის მერიას სკვერების მოწყობის მიმართულებით აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის და ჭადრაკის მაგიდები; ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი. ასევე, სასმელი წყლის სოკოები და ფიტნეს ზონა. „ჩვენ მივესალმებით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ყველანაირად ხელს ვუწყობთ ამ მიმართულებას. ასევე, აქ დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სხვადასხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დამონტაჟდება უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ვიდეოკამერები. ვფიქრობ, გლდანის რაიონს ამ პროექტის სახით, დამატებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 196 990 ლარია გათვალისწინებული.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)