21:25 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 12:32:23, 674 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ატმის ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს

ატმის  მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პროცესი კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.  ფერმერები და გადამმუშავებლები აცხადებენ, რომ წელს  უხვი და ხარისხიანი მოსავალია, საკმაოდ დიდია  მოთხოვნა, რაც  პროდუქციის  ფასსა  და ექსპორტის ზრდაზეც აისახება.

ქართული პროდუქციის  ექსპორტი  ყოველდღიურ რეჟიმში, შეუფერხებლად ხორციელდება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.  არსებული  მონაცემებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18-ჯერ არის გაზრდილი. მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით,  ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა,  წელსაც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხდება და აღნიშნულ პროცედურას მთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ახორციელებს. ამავდროულად,  რეგიონში შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა,  ფუნქციონირებს სამაცივრე,  მიმღები და გადამმუშავებელი საწარმოები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს მოსავლის ჩაბარების პროცესი.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics