08:07 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 12:31:45, 493 ნახვა

საზოგადოება
წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, სპეციალური სისტემის შემუშავება იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტი, კერძოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, სპეციალური სისტემის შემუშავებას იწყებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პროექტი საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ, საფრანგეთის საგრანტო პროგრამით ფინანსდება და ის ფრანგულ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასთან (Suez Consulting) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს  ლოჯისტიკური  ხარჯებისა და ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას ფრანგული მხარის მიერ, იმისთვის, რომ შემდგომში ეს მეთოდი გამოყენებული იქნას ქალაქის სხვა ძირითად სექტორებშიც. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დედაქალაქის შერჩეული ტერიტორიების შესწავლა, ანალიზი და ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელის გამართული ექსპლუატაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტექნიკური სამუშაოები ითვალისწინებს ისეთი კომპონენტების შესწავლა-დიაგნოზირებას და მოდელირებას, როგორებიცაა: მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია და წყლის ხარისხი.

„შემდგომში კი მტკვრის დაბინძურების საპრევენციოდ, მდინარეზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ამ მხარდაჭერისთვის მადლობა მოვახსენო საფრანგეთის მთავრობას. ჩვენთვის სიახლეების შემოტანა, ინოვაციების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics