16:40 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 16:52:08, 985 ნახვა

რეგიონი
ჯვარიმინდორზე ტურისტული თაავშეესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა

აჭარაში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აჭარაში ყველაზე გრძელი (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე გეგმავს.

ტურისტულ თავშესაფრებში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცეების, ხის მაგიდების, ხის სკამების, კედელზე მიმაგრებული კარადების, ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება. ე.წ „კემპინგსოფლის“ ტერიტორიაზე ქოხებთან ერთად საშხაპეები, საპირფარეშოები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა გაკეთდება. მოლაშქრეებს ჯვარიმინდორზე, ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფრებში ღამისთევისა და დასვენების საშუალება  ზაფხულის ბოლოდან შეეძლებათ.

ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ბილიკი გამორჩეული და მრავალფეროვანია. მისი 50% კოლხური ტყით დაფარული ტერიტორია, დანარჩენი კი ალპური ზონაა, სადაც მოგზაურებს ათასწლოვანი უთხოვარის ეგზემპლარი ხეები, ჩანჩქერები და ველური ტბები ხვდება.  ცნობისთვის, ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics