|
2021-06-25 11:48:48, 1249 ნახვა
სამხედრო
ავღანეთიდან საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი დაბრუნდა
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი ასეული დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" წარმატებით დასრულება და მშვიდობით დაბრუნება საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს. საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. უახლოეს დღეებში საქართველოში ავღანეთში დისლოცირებული ბოლო ქვედანაყოფის ბოლო ასეულის პირადი შემადგენლობა და უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც დაბრუნდება, რითაც ქართული ქვედანაყოფების გამოყვანის პროცესი დასრულდება. ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიიდან“ უკვე დაბრუნდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი და ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)