|
2021-06-24 18:04:20, 691 ნახვა
საზოგადოება
აშშ-მ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის მაგენერირებელი აღჭურვილობა გადასცა
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის მაგენერირებელი საამქრო გადასცა. აღჭურვილობის მეშვეობით შესაძლებელია 300 თერაპიული და 50 მძიმე რეანიმაციული პაციენტის მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადით მომარაგება. გადაცემის ცერემონიალს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრო. დიპლომატმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და აღნიშნა, რომ აშშ კვლავ განაგრძობს ქვეყნის დახმარებას, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში. „ამერიკულმა მხარემ საქართველოს გადმოსცა ჟანგბადის მწარმოებელი აღჭურვილობა, რაც წარმოადგენს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიდან, ევროპის სარდლობისგან დონაციას. აღნიშნული აღჭურვილობით შესაძლებელია მაღალი კონცეტრირების ჟანგბადის გამომუშავება, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავეხმაროთ პაციენტებს ამ რთულ დაავადებას გაუმკლავდნენ. აღნიშნული გამიზნულია ინფიცირებული პირების სიცოცხლის გადასარჩენად და დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტი მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა ეკატერინე ტიკარაძემ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამედიცინო პერსონალს კოვიდით ინფიცირებული პაციენტების მართვაში, ხოლო თავად პაციენტებს კი გაუადვილებს დაავადებასთან ბრძოლას და თავიდან ააცილებს გართულებების რისკს. პროექტი ხორციელდება აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის კოვიდ 19-თან საბრძოლველად გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მოცულობამაც 2020-2021 წლებში $1,000,000 მეტი შეადგინა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამინისტროსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს გადაეცა პირადი დაცვის საშუალებები და სხვადასხვა სახის სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიეწოდა ულტრა დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე საყინულეები ვაქცინების შენახვა/დასაწყობებისთვის.
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)