|
2021-06-23 16:38:45, 911 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით, იაგო წიკლაურს და ეკონომიკურ-სოციალური მიმართულებით, ქეთევან თათოშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ქიმიური ნივთერებების, ცხოველური და საკვები პროდუქტების, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების ნარჩენების მართვის საკითხებსა და წყლის და ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. სოლომონ პავლიაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ნარჩენების მართვის კოდექსისა და ნარჩენების მართვის 5 წლიანი სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ მწარმოებლის გაფართოებული ვადლებულებისა და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში წინგადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტია. შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის და სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პრეზიდენტის მრჩევლებს რეგიონებში შესაბამისი მიმართულებებით არსებული სიტუაციისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)