|
2021-06-23 13:58:56, 794 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკში“ ფულად გზავნილებზე განსაკუთრებული კურსია
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა. უფრო კონკრეტულად კი, „საქართველოს ბანკის“ ფილიალებში და მობილბანკით მიღებულ ფულად გზავნილზე სპეციალური ვალუტის კურსი ამოქმედდა, შესაბამისად, გამოგზავნილი თანხის კონვერტაციას მომხმარებელი ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებული, მაღალი კურსით შეძლებს. აღსანიშნავია, რომ შეთავაზების გამოყენებისას მნიშვნელობა არ აქვს რომელ ვალუტაში იღებთ ფულად გზავნილს. „საქართველოს ბანკი“ მომხმარებლების სხვადასხვა შეთავაზებებით წახალისებას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ამ და სხვა სიახლეებით მხარი დავუჭიროთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ამიერიდან ბანკის სხვადასხვა არხებში მიღებულ ფულად გზავნილებზე გზავნილის სპეციალური კურსი ამოქმედდა, რაც მომხმარებელს საქართველოს ბანკში მიღებული გზავნილის კონვერტაციისას მაღალი კურსით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სიახლეების დანერგვას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. ინფორმაციისთვის, გზავნილის კურსი არ ვრცელდება მობილბანკში ZK-ს (ზალატაია კორონას) საშუალებით მიღებულ ფულად გზავნილებზე. დამატებითი ინფორმაცია სიახლის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/transfers
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)