|
2021-06-23 11:34:19, 973 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (СDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისა და ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ასევე პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხებს. „განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოში პრიორიტეტულია C ჰეპატიტის ელიმინაცია, ასევე მუშაობა სხვადასხვა გადამდები დაავადებების პრევენციისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხები და ყველა ამ მიმართულებით სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმუშავებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა საკითხი შეეხო ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. CDC-ს რეგიონული ოფისის დირექტორმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობიდან ვაქცინების დონაციის დეტალები მალე გახდება ცნობილი. „ერთ-ერთი საკითხი რაც შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-ს მთავრობისგან ვაქცინაციის დონაციის პროცესია. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ვარიანტების გავრცელება, რასაც უკვე ვხედავთ სხვა ქვეყნების მაგალითზე. როგორც კი ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა ქვეყანაში მოსახლეობამ უნდა აიცრას, რათა დაიცვან საკუთარი თავი და ის პირები ვისთანაც კონტაქტი აქვთ“, - აღნიშნა ჩარლზ ვიტეკმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)