|
2021-06-22 15:15:06, 1091 ნახვა
საზოგადოება
ქურდიანის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობას განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ქურდიანის ქუჩის N2-ში მდებარე დაზიანებული სივრცის კეთილმოწყობაა. ტერიტორია 700 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. თავდაპირველად, კონტრაქტორმა კომპანიამ სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განახორციელა, ტერიტორია შემოსაზღვრა უსაფრთხოების მოაჯირებით და გაკეთდა დეკორატიული ბილიკები. სივრცეში განთავსდა თანამედროვე ტიპის საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა, პატარებისთვის გაკეთდა სათამაშო ზონა. სპეციალურად გამოყოფილ თარგებში დაიგო რულონური ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 111 170 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „მ.მ“ შეასრულა. დასრულებული პროექტი დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ვეკუამ, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად დაათვალიერა.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)